საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოადგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 6 დეკემბრიდან 2023 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, განაცხადის შევსება განხორციელდება ელექტრონულად, დოკუმენტები კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს შემდეგ მეილზე humanities@tsu.ge

 

კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა მეილზე ერთ შეტყობინებად უნდა გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადების ფორმა (გამოგზავნეთ ვორდის ფაილი);

2. პირადობის მოწმობის ასლი (pdf ფილი);

3. საბანკო ანგარიშის ამონაწერი (pdf ფილი);

4. შესაბამისი აქტივობების დამდასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) (pdf ფაილი, შესაბამისად 1 დოკუმენტი 1 ფაილი);

5. სოციალურად მოწყვლად ჯგუფში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

 

პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ა.წ. 13 დეკემბერს (პირის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება წინასწარ მონიჭებული კოდის მიხედვით)

 

აპელაციის შემოტანა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად 14 დეკემბერს 13:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: humanities@tsu.ge

 

 

- კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!

- დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!

პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება

 

 

იხილეთ სტიპენდიის მინიჭების წესი;

ბრძანება სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.

თარიღი: 06/12/2023